ავიაკომპანია “თომას კუკი” მგზავრს ბოდიშს უხდის.
როგორც CNN იუწყება, კომპანიის ეკიპაჟმა ემილი ო კონორს უთხრა ჩაეცვა ან თვითმფრინავი დაეტოვებინა.
შემთხვევა მარტის დასაწყისში ბირმინგემის აეროპორტიდან კანარის კუნძულების მიმართულებით რეისის შესრულებისას მოხდა.
„მითხრეს, რომ ვიწვევდი დანაშაულს და შეუფერებელი ვიყავი.
სტაფის 4 წევრი მოვიდა, რომ ბარგიანად გარეთ გამოვეშვი“,_წერს ო კონორი „ტვიტერში“.
მას ქურთუკი მოსაცმელად წინ მჯდომმა მისმა ბიძაშვილმა მისცა.
ავიაკომპანია “თომას კუკი” მგზავრს მომხდარის გამო ბოდიშს უხდის.
„ცხადია, შეგვეძლო სიტუაციის უკეთ მოგვარება“, _ ამბობენ კომპანიაში.