„m² წავკისში“ საკუთარი სახლების კომპანიის მიერ შექმნილი პირველი პროექტია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, იცხოვროს ახალ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში, სადაც შესაძლებელია, დაბალანსებული ცხოვრების სტილის შესაბამის გარემოში ცხოვრება, იმისთვის რომ მისმა მცხოვრებლებმა დაისვენონ, მიიღონ სტუმრები, ივარჯიშონ, დაუახლოვდნენ მეზობლებს, დატკბნენ სიმწვანით და, უბრალოდ, ყოველი დღით ისიამოვნონ.
კომპანიის მხრიდან თვისობრივად ახალი პროექტის შექმნის იდეა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ქართველ მომხმარებელში სულ უფრო იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესით, მშვიდად და უსაფრთხოდ, კომფორტულ სახლში ცხოვრების სურვილი. კვლევები აჩვენებს, რომ ყველას სურს შეიქმნას გარემო, რომელიც ჩვენს მისწრაფებებს შეესაბამება. პროექტი „m² წავკისში“ გამწვანებულ და დაცულ სამეზობლო კონცეფციას ეფუძნება. უბნის ტერიტორია 47587 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც ერთიანი მიდგომით დაიგეგმა ლანდშაფტის დიზაინი, 82 კერძო სახლი ეზოთი, სპორტული ინფრასტრუქტურა და სივრცეები აქტიური დასვენებისთვის.
წავკისი ზღვის დონიდან 850 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, გარშემორტყმულია მთებით, რაც მის ეკოლოგიურად სუფთა მიკროკლიმატს განაპირობებს. ახალი საცხოვრებელი უბანი თავისუფლების მოედნიდან, სულ რაღაც, 10 წუთის სავალ მანძილზეა.
„m² წავკისში“ თითოეული კერძო მიწის ნაკვეთის ფართი 328 კვ.მ-დან 502 კვ.მ-მდეა, ხოლო მასზე განთავსებული სახლის საერთო ფართი 220კვ.მ-დან 380 კვ.მ-მდე მერყეობს.
სახლის განლაგებისა და ფართო შემინული ვიტრაჟების საშუალებით სახლების ინტერიერი მზის შუქით მაქსიმალურად განათდება, აივნები და ტერასები კი იძლევა ხედებითა და ეზოს სიმწვანით დატკბობის საშუალებას. წავკისის სახლებს მინიმალისტური სტილი და ფუნქციური მიდგომა გამოარჩევს. მათი მდებარეობა, არქიტექტურული გადაწყვეტა, მასალების ფაქტურა და ფერი ორგანულად მიესადაგება უბნის ლანდშაფტს.
ყოველ სახლს ექნება დამოუკიდებელი შესასვლელი, ავტოსადგომი, ტექნიკური ოთახი და სათავსი, რომლებიც საერთო არქიტექტურული კონცეფციის ნაწილია. სახლის წინ მოეწყობა ლითონის დაბალი მესერით შემოსაზღვრული საკუთარი ეზო.
მშენებლობისას გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები: ტრავერტინი, ალუმინი, ხე, აგური. სახლის კარკასი და სახურავი დაითბუნება, რაც უზრუნველყოფს ზაფხულში ნაგებობის გაგრილებას, ზამთარში კი მის გათბობას. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მასალების საშუალებით 23%-მდე ენერგოეფექტურობა იქნება მიღწეული.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის, წავკისის ახალ უბანში განთავსდება: საცურაო აუზი ყველა სეზონისთვის; ჩოგბურთის კორტი და სტადიონი. აქვე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გამწვანებული ზონები, მყუდრო კაფე და ბარბექიუს ზონა. უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის უზრუნველყოფილი იქნება საერთო სარგებლობის ტერიტორიის 24-საათიანი დაცვა, გამწვანების მოვლა და საერთო არეალების დასუფთავება. (R)