„ბრიტანეთმა, შესაძლოა, ევროკავშირი არ დატოვოს თუ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეთანხმებას პარლამენტი არ დაამტკიცებს“, _ აღნიშნული განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა, ლიამ ფოქსმა გააკეთა.
„ევროკავშირს ან გარიგებით დავტოვებთ, შესაძლოა გარიგების გარეშეც დავტოვოთ ან საერთოდ არ დავტოვოთ, რამაც შეიძლება დემოკრატიული და კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვიოს“, _ განაცხადა ფოქსმა.