ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იანკერმა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დევიდ კამერონს თანამედროვეობის ყველაზე დიდი დამანგრეველი უწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Politico.eu ავრცელებს.
„ვიცით, რა არ სურს ბრიტანეთის პარლამენტს, მაგრამ ჯერ ვერ შევძელით გარკვევა, თუ რა სურთ. ბრიტანეთის პარლამენტთან შედარებით სფინქსი ღია წიგნია. ჩვენ გვჭირდება სფინქსთან საუბარი. საკმარისად ვდუმდით“, _ აცხადებს იანკერი.
ებროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კამერონმა ევროკომისიას ბრექსიტის რეფერენდუმის კამპანიაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.
„მონაწილეობა აგვიკრძალა, რადგან მისი თქმით, კომისია არ არის ბრიტანეთში ისეთი პოპულარული, როგორც სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, _ამბობს იანკერი.
მისივე თქმით, კამპანიაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, დაისმებოდა ის კითხვები, რაც დღეს ისმის და პასუხებიც გაეცემოდა.