„BZHUZHA RACE“ 2019 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ორგანიზატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელიც 2018 წლიდან EKEC-ის წევრი გახდა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის სტატუსი მიენიჭა, ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში მდ. ბჟუჟზე, მიმდინარე წლის 8-10 მაისს გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წელს პირველად, კაიაკინგის ჩემპიონატს სპონსორობას კომპანია “Red Bull”-ი გაუწევს, ის ასევე ჩართული იქნება საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, რაც „BZHUZHA RACE“-ს კიდევ უფრო დიდი მასშტაბებს შესძენს. (R)