უკრაინამ რუსეთის ხელისუფლებას 113 უკრაინელი მსჯავრდებულის გადაცემის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულ ინფორმაციას THE UKRINFORM ავრცელებს.
როგორც უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, უკრაინის მოქალაქეები რუსეთში და დროებით ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე უკანონოდ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევით დააკავეს.
სამინისტროს განცხადებით, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის, უკრაინაში უნდა გასამართლდნენ კანონმდებლობის შესაბამისად.