„ღილაკები აერიათ და სასკოლო გამოცდების მოხსნის კანონპროექტი ჩაუვარდათ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დეპუტატებმა ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი ცუდი აკუსტიკის გამო. ამის შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.
შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩაქარებული წესით იხილავდა.
ჩატარდება თუ არა განმეორებითი კენჭისყრა, ჯერჯერობით, უცნობია.