ინგლისის დედოფალი ელიზაბეთი დაქორწინდა… ინგლისზე. მას მამაკაცთან ქორწინება მკრეხელობად მიაჩნდა, თანაც, ქორწინების შიში მამამისის – ჰენრიხ მერვის ცოლებისადმი დამოკიდებულებამაც გაუჩინა: ელიზაბეთის დედა, ანა ბოლეონი და კიდევ ერთი ცოლი ჰენრიხმა სიკვდილით დასაჯა.
პორტუგალიის პრინცმა, პედრუმ, როცა ერთ-ერთი ლაშქრობიდან დაბრუნდა, შეიტყო, რომ მისი საცოლე, ინეს დე კასტრო, სასახლის კარის შეთქმულებმა იმსხვერპლეს. პედრუ ტახტზე ავიდა და ინესის მუმიაზე დაქორწინდა. ამის შემდეგ ის დედოფლის პატივით გადაასვენა სამეფო საძვალეში.
მუსლიმანურ ქვეყნებში პროსტიტუციას არ სწყალობენ. პროსტიტუციის ცოდვა მათ საგვარეულოს მძიმე ტვირთად რომ არ დააწვეს, მამაკაცებს ბორდელებში მიჰყავთ მოლები, ღამით იქორწინებენ მეძავზე, დილით კი ეყრებიან მას.
ინდოეთში მსუბუქი ყოფაქცევის ქალსაც უნდა ჰყავდეს ქმარი, ამიტომ, მიღებულია ქალის ხესთან დაქორწინება.
ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში გაიხსნა პირველი „ქორწინების სახლი“ შინაური ცხოველებისთვის. საქორწინო ბეჭდების ნაცვლად, ცხოველთა პატრონები საყელურებს ცვლიან. ისინი საკმაოდ ორიგინალურია და სპეციალურად ამ ღირსშესანიშნავი დღისთვისაა შექმნილი.
ერთმა შვედმა გოგონამ, სიუზენ სვენსონმა, რომელსაც ძალიან უნდოდა შესაფერისი საქმროს პოვნა, ბალტიის ზღვაში ჩააგდო ბოთლი თავისი ფოტოსურათით, რომელზეც მისამართიც იყო მითითებული. რამდენიმე თვის მერე ბოთლი შვედური თევზსაჭერი ლაინერის მეზღვაურებმა იპოვეს, რომელთა შორის 23 მეთევზე აღმოჩნდა უცოლო. ჰოდა, ყველა ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე სიუზენთან. ისიც, ჯერ კაპიტანზე გათხოვდა, მერე კი, რამდენჯერმე განქორწინებითა და ახალი ქორწინებით ეკიპაჟის 10 წევრი გააბედნიერა.