თბილისში, მთავარ პროკურატურასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა, მან ბენზინი გადაისხა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა აღნიშნული ინციდენტის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ის სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.