ამ წუთებში ოზურგეთში, თეატრის წინ ოზურგეთელი ტაქსების მძღოლები იკრიბებიან. ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისელ ტაქსისტებს თბილისის მერის მიერ დაწესებულები რეგულაციების გამო. როგორც ისინი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, 15 საათზე მანქანების საყვირების ხმით გადაინაცვლებენ ქალაქის მერიისკენ.
შეგახსენებთ, რომ ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, თუმცა, მძღოლები ამას აპროტესტებენ.
მათი თქმით, მიუღებელია გადაღებვაც და თეთრი ფირის დაკვრაც, რადგან ეს დაუგდებს მანქანებს ფასს და იაფად მოუწევთ გაყიდვა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ.