საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში ჭადრაკში ერთქულიანი უპირატესობით გამარჯვებული ლანჩხუთის გუნდია.
ტურნირმა სტარტი ექვსი აპრილიდან აიღო და მასში გურიის რეგიონიდან ოზურგეთისა და ლანჩხუთის გუნდები მონაწილეობდნენ.
დაპირისპირება ორ წრედ გაიმართა და ორივე წრეში გამარჯვება ერთქულიანი უპირატესობით ლანჩხუთელებმა მოიპოვეს.
როგორც ტურნირის ორგანიზატორთა მხრიდან ითქვა, ეს ჩემპიონატი მიზნად ისახავს რეგიონებში ჭადრაკის შემდგომ პოპულარიზაციას, უძლიერესი კლუბების გამოვლენასა და 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა გამოვლენას.