მადაგასკარი წითელას ყველაზე დიდი ეპიდემიის წინაშე დგას ისტორიაში. აღნიშნულ ინფორმაციას The Foxnews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, წითელას 115 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, წითელას ეპიდემია, რომელიც სექტემბერში დაიწყო, ძირითადად 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. გასული 7 თვის განმავლობაში კი 1 200 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ბავშვებში წითელა ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვაქცინის გაკეთება უფასოა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, წითელა ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. მსოფლიოში დაავადების შედეგად ყოველდღე 450 ადამიანი იღუპება.