უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მტერს უწოდებს, _ აღნიშნულ ინფორმაციას The Unian ავრცელებს.
პრეზიდენტობის კანდიდატმა RBC-Ukrine-ს ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ასევე განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში არ აპირებს ხელი მოაწეროს „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ მებრძოლების შეწყალების შესახებ კანონს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ დონბასს განსაკუთრებული სტატუსი არ უნდა ჰქონდეს.
„ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ეს ადამიანები გააცნობიერებენ, რომ უკრაინას სჭირდება ისინი, მათ უკრაინა ჭირდებათ და უკრაინელები არიან. ბევრი ჰუმანიტარული ნაბიჯია გადასადგემელი და ბევრი რამ გასაკეთებელი“,_ განაცხადა ზელენსკიმ.