პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა.
როგორც მაუწყებელი წერს, საქართველოში, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის დაპირისპირება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მოხდა.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჰესი ხეობას დააზიანებს და მის წინააღდეგ გამოდიან.
დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი, უმეტესად პოლიციელები დაშავდნენ.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს.
პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი ქისტები წარმოადგენენ.
რეგიონი ცნობილია, როგორც „ისლამური სახელწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი მეთაურების სამშობლო.