გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 69 წლის მამამ, 40 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა _ მას სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
მეზობლების თქმით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა _ მამა-შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხშირად ხდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა შვილის მკვლელობის ბრალდებით 69 წლის მამაკაცი. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.