ტელეკომპანია “რუსთავი 2′-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კომპანიის 9 პროცენტის წილის მფლობელმა, რომლის უკან ხელისუფლება დგას, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მისივე თქმით, ნინო ნიჟარაძე მას, რუსთავი 2-ის სხვა მეწილეებს და ტელეკომპანიის გაყიდვების სახლს უჩივის და კომპენსაციას ითხოვს დაგროვილი გადასახადების სახით.
ნიკა გვარამიას თქმით, ეს დავა აბსურდულია და მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას ემსახურება.
“დაიწყო რუსთავი 2-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უნდა ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ რუსთავი 2 -სთვის არამხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის ამ ქვეყანაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის და იმედი მაქვს რომ ყველა დასავლური ორიენტაციის ძალა გააცნობიერებს ამას, ეს ბრძოლა გადის რუსთავი 2-ზე.
რუსთავი 2-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი, რუსთავი 2-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და რუსთავი 2-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით.
ითხოვს ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9 %-ს ფლობს და ეტყობა მას უფრო აწუხებს, ვიდრე 91% წილის მფლობელებს.
თვითონ როგორც ამბობს, ითხოვს 2015 წელს გამქრალი 10 მილიონი ლარის, ამას ითხოვს გაყიდვების სახლისგან, არა ჩვენგან და ჩვენთვისაც უცნობია რა თანხაზეა ლაპარაკი და ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს ეს იყო კახა ბექაური და მისი კომისია. ამაზე დაყრდნობით არის ამაზე საუბარი, სრული აბსურდია, არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა.
ითხოვს ჩემგან რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოს და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, მაგრამ ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომპანია საუბრობდა და ამაზე დაყრდნობითაა გაკეთებული ეს განცხადება და კანონით გათვალისწინებული საქმიანობაა.
ასევე ითხოვს მილიონ 600 ათას ლარს, რადგან სხვა მეწილეებმა არ მისცეს გაყიდვის უფლება, რაც წესდებით გათვალისწინებულია… ჯამში ითხოვს 26 მილიონ ლარს დაახლოებით.ითხოვს სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის სრულიად აბსურდული, სარჩელი არის სარჩელისთვის,” _ განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.