თბილისში, სამგზავრო ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მას მსუბუქი ჭრილობა ბასრი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც თბილსის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურში ამბობენ, დაპირისპირება მძღოლსა და მგზავრს შორის არ მომხდარა, მას თავს სხვა ავტომობილის მძღოლი დაესხა.
ავტობუსის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა.