დასასვენებელ-გასართობი პარკები, სკვერები თუ სხვა საზოგადოების თავშეყრისთვის განკუთვნილ ადგილები თბილი სეზონის დადგომასთან ერთად ხალხშიც შედარებით პოპულარული ხდება, ვიდრე ცივ სეზონზეა. შესაბამისად, მათ მოვლას, დასუფთავებას და განსაკუთრებით გაზონის მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს სილამაზისა თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„გურია ნიუსმა“ რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზათ ფოტოები, რომელიც თბილისში, სამგორის დასახლების 26-ე კორპუსის წინ არის გადაღებული.
ფოტოების გადაღების შემდეგ დავინტერესდით, თუ რა სიხშირით ხდება ბალახის გათიბვა დედაქალაქში მდებარე პარკებსა თუ სკვერებში_ რის გასარკვევადაც შპს „ეკოსერვის ჯგუფს“ დავუკავშირდით, რომელსაც თბილისის გამწვანება და მწვანე ზონების მოვლა-პატრონობა ევალება.
როგორც შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი, ვახტანგ ნოზაძე ამბობს, გაზონების გაკრეჭა და მორწყვა იმ სიხშირით ხდება, რა სიხშირითაც სჭირდება.
„გაზონების მოვლა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ბალახის სახეობაზე, მორწყვის ინტენსივობაზე, ამინდსა და სეზონზე. მთავარია, რომ ვიზუალურად ლამაზად და ესთეტიურად გამოიყურებოდეს და რამდენჯერაც ითხოვს იმდენჯერ ხდება გაკრეჭა და მორწყვა“,_ამბობს ნოზაძე.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამწვანების და მწვანე ზონების მოვლა-პატრონობა შპს „ეკოსერვის ჯგუფს“ ევალება, არის ტერიტორიები, რომლის მოვლაც ამა თუ იმ რაიონის გამგეობის კომპეტენციაა და ჩვენს მიერ გადაღებულ ტერიტორიაზე პასუხისმგებელი სამგორის რაიონის გამგეობა აღმოჩნდა.
როგორც გამგეობაში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, ბალახების თიბვის სამუშაოები უკვე დაწყებულია და აღნიშნულ ტერიტორიასაც აუცილებლად გათიბავენ, თუმცა, გაგმგეობა კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ბალახის გათიბვა სამგორის დასახლების 26-ე კორპუსთან ვერ ამბობს და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს სთხოვს მიმართონ.
„ბალახების გათიბვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ წუთებში მოსკოვის გამზირზე მიმდინარეობს გათიბვა და არა მარტო მანდ, საიდანაც სხვა ადგილზე გადაინაცვლებენ. მთელი სამგორის რაიონის მოწესრიგება რამდენიმე დღეში საკმაოდ რთულია, რადგან დიდია. პირველ რიგში ითიბება სკოლების ეზოები, სკვერები. მაგ ტერიტორიასაც აუცილებლად გათიბავენ, თუმცა, თუ ისეთი ვითარებაა, რომ საჭიროა ჯერ მანდ მოხდეს გათიბვა, მოქალაქეს შეუძლია დაგვიკავშირდეს და ჯერ მანდ გავთიბავთ და შემდეგ სხვაგან“,_ამბობენ სამგორის რაიონის გამგეობაში.
ამავე თემაზე: ბალახებში ჩაძირული სკამები