ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი ცხელი ყავის დალევით იწყებს. თუმცა, არ იციან, რომ ყავა შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას, მაგალითად, კალციუმს, ასევე, პოტენციურად ბიოლოგიურად აქტიურ ასობით შენაერთს, როგორიცაა მაგალითად, პოლიფენოლები, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა განსაზღვრა კავშირი ყავის მოხმარებასა და შაქრიანი დიაბეტისაგან დაცვის ეფექტს შორის.
კვლევების დროს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავა ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს უჯრედებსა და ქსოვილებში, ზრდის „კარგი” ქოლესტერინის დონეს, დადებითად მოქმედებს შინაგანი ანთების მარკერებზე, მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე და ცვლის იმუნურ მედიატორებს.
ამ სასმლის ბიომარკერების პლაზმურმა დონეებმა, მათ შორის – კოფეინის, პარაქსანტინის, თეობრომინის, თეოფილინის, პროპიონისა და კოფეინის მჟავის დონეებმა, მნიშვნელოვნად მოიმატა იმ მოხალისეების სისხლში, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ დაახლოებით 6 ფინჯან ყავას.
ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს რომ ყავას პოტენციურად აქვს ორგანიზმის დიაბეტისაგან დაცვის ძლიერი ეფექტი და, მთლიანობაში, ადამიანის ჯანმრთელობის გაძლიერების უნარი.