Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ირანისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოტენციური კონფლიქტის გამო დაძაბულობა გაიზარდა.
ცნობისთვის, ირანში სანქციების დაძლევას ცდილობენ და აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გემებზე იერიშის მიტანა ადვილად შეუძლიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას სპარსეთის ყურეში ამერიკის 4 ნავთობის ტანკერს თავს ირანი დაესხა.
“ამერიკას არ შეუძლია ახალი ომისთვის ხარჯების გაღება, ქვეყანა ცუდ სიტუაციაშია ცოცხალი ძალისა და სოციალური პირობების თვალსაზრისით”,_განაცხადა მოჰამედ სალეჰ ჯოკარმა, ელიტური რევოლუციური გვარდიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა პარლამენტში.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანს სანქციები ბირთვული გარიგების გამო დაუწესა.
როგორც ტრამპი მიიჩნევს, სანქციები ირანს აიძულებს მკაცრი შეზღუდვები მიიღოს ბირთვულ და სარაკეტო პროგრამაზე იემენში, ერაყსა და სირიაში. თეირანმა კი გერმანიას, ბრიტანეთს და საფრანგეთს აშშ- ს სანქციებისგან დახმარებისთვის მიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ბირთვული პროგრამისა და რეგიონში მზარდი დაძაბულობის შესახებ დიალოგს სთავაზობს, თუმცა, ირანიდან ჯერ მოლაპარაკების სურვილი არ ჩანს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაეროს მიაჩნიათ, რომ ირანს ბირთვული იარაღი აქვს, თუმცა, თეირანი აღნიშნულს უარყოფს.