გაერთიანებული ოპოციიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, პირი, რომელმაც 87-ე საარჩევნო უბანთან ისროდა, იდენტიფიცირებულია.
მისი თქმით, ის 1999 წელს დაბადებული ირაკლი ჩანგელიაა.
ბოკუჩავას თქმით, ის არის პირი, რომელიც 16 მაისს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან ბეჭდები და სიები გაიტაცა, რომელიც ოპოზიციამ დააბრუნებინა.
ოპოზოცოამ ის კადრებიც გაასაჯაროვა, რომელიც მათმა წარმომადგენელმა გადაიღო. მათი მტკიცებით, სწორედ ესაა პირი, რომელმაც ისროლა.
ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთეს მმართველ გუნდში. გეგა ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს ფაქტი ჯერ დადასტურებული არ არის და სამართალდამცავები მოკვლევას აწარმოებენ.