ამ წუთებში დატოვა ზუგდიდის პოლიციის სამმართველო გაერთიანებული ოპოზოციის დამკვირვებელმა ზოია ქარცხავამ. ქარცხავა, ის პირია, რომელსაც, მისივე თქმით, 87-ე უბანთან იარაღი ჯერ დაუმიზნეს და შემდეგ ჰაერში ესროლეს.
მან მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის თქვა, რომ იმ პირს, ნებისმიერ დროს ამოიცნობს.
_ ჩემთან ძალიან ახლოს იდგა და რა თქმა უნდა, ამოვიცნობ. გამოძიებას დეტალური ჩვენება მივეცი, _ აღნიშნა ქარცხავამ.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ქარცხავა არ არის ამის თვითმხილველი. გურია ნიუსმა ცოტა ხნის წინ ჩაწერა 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი სახელისუფლებო პარტიიდან, რომელიც ამბობს, რომ დაინახა, როგორ ისროლა ჰაერში უცხო პიროვნებამ.
ამავე თემაზე: “იდენტიფიცირებულია პიროვნება, ვინც საარჩევნო უბანთან ისროდა” _ საგანგებო ბრიფინგი ოპოზიციაში
“ქართულ ოცნებაში” ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ _ ყველაფერს გაარკვევენ სამართალდამცავები