ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში, #87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი სროლის ფაქტზე 2 პირია დაკავებული.
ერთ-ერთი დაკავებული საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის შვილია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელის ზოია ქვარცხავას ინფორმაციით, იარაღი საარჩევნო უბანთან დაუმიზნეს და შემდეგ ჰაერში გაისროლეს. მომხდარ ინციდენტს ოპოზიციაში საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურენ გამოეხმაურნენ. მათ ფოტომასალაც გაავრცელეს, სადაც თინა ბოკუჩავას თქმით, ის ავტომობილია აღბეჭდილი, საიდან გადმოსულმა პირებმაც გაისროლეს. მისივე თქმით, იგივე ავტომობილი, 16 მაისს საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც ნახეს.
ოპოზიციის განცხადებით, მაშინ სიების გატაცების მცდელობას ჰქონდა ადგილი. გაერთიანებულ ოპოზიციაში აღნიშნეს, რომ ამ ფაქტით, ოპოზიციის აქტიური წარმომადგენლების დაშინება სურთ.
აღსანიშნავია, რომ ამ ამბავს სხვა თვითხმილველიც ჰყავს _ 21-ე საარჩევნო უბნის წევრი.
მმართველი გუნდიდან იგი “გურია ნიუსთან” ინციდენტის დეტალებს ჰყვება.