ამ წუთებში ზუგდიდის #86-ე საარჩევნო უბანზე სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა.
არსებული ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე გახდა ცუდად.
აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა ჯერ არ დაწყებულა და დაძაბული სიტუაციაა.
გაერთიანებული ოპოზიციის თქმით, მათი 4 დამკვირვებელი უბნიდან არის გამოძევებული.
ადგილზე მობილიზებული პოლიცია, რომელიც უბნის ეზოში ჟურნალისტებს არ უშვებს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა არ გამორიცხავს, რომ უბანზე გაყალბების გეგმა აქვთ.
_ ალბათ, სურთ, ჩვენი მეხუთე დამკვირვებელი გამოაძევონ და მერე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, _ აღნიშნა ზოდელავამ.