“მეგობრებო, დიდი პატივისცემის, სიყვარულის და გულშემატკივრობის მიუხედავად, ძალიან ცდებით, ვისაც გგონიათ, რომ ოდესმე რეპუტაციულ ხარაკირს გავიკეთებ პირდაპირ ეთერში ან სადმე სხვაგან და “ფფფ… ფფფ… ვერ გავიგე, რა მითხარით” ჟურნალისტიკას მივყოფ ხელს”, _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მისივე განცხადებით, ვისაც ეს უნდათ მისგან, არ ცნობიათ: “ვისაც ეს გინდათ ჩემგან, ჩათვალეთ, რომ არც გცნობივართ და არც გდომივართ. და მარტო ჩემ რეპუტაციაში კი არაა საქმე, მგონია რომ ასე ვემსახურები ჩემს საქმეს, სიმართლეს და სამშობლოს. და სხვას არც არაფერს ვემსახურები, რომ იცოდეთ. ასეა ეს და კამათს აზრი არ აქვს. ჩემი ფსოფლმხედველობრივი ფაქტია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება” _ წერს გვარამია