ჩოხატაურში 26 მაისი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს, დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამით მიულოცეს ადგილობრივებს.
11 საათზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დოღი (4 დისტანცია) ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ბათუმის ცხენოსნებმა მიიღეს.
დოღის დასრულების შემდეგ, სასულე ორკესტრთან ერთად სახალხო მსვლელობა მოეწყო წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის ტაძრის მიმდებარე მოედნიდან, დუმბაძის ქუჩის გავლით, თეატრალურ მოედნამდე.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხელოვნების სასახლის წინ, საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ქუთაისის სასულე ორკესტრი მონაწილეობდა.
ამ ღონისძიებების პარალელურად, ჩოხატაურის ცენტრში ბავშვები ქუჩის მოხატვით იყვნენ დაკავებულები.
ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი საგამოფენო სივრცეც, რომელიც 26 მაისს ეძღვნებოდა.