ლანჩხუთში მოქალაქეთა ნაწილმა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით მიმართა, რომ ქალაქის ცენტრალურ სკვერს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს.
„იქ, სადაც 1989 წელს იმართებოდა ანტისაბჭოური მიტინგები, მიენიჭოს ზვიად გამსახურდიას სახელი, ხოლო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და ამ აქციებში მონაწილეთა უკვდავსაყოფად, ბაღში მოეწყოს 21 ცალი ტიტის ფორმის დეკორატიული ლამპიონი”, _ აღნიშნულია მიმართვაში.
ცნობისთვის, იმ ადგილას, სადაც ახლა ქალაქის ცენტრალურ სკვერია, ადრე ეკლესია იყო, რომელიც საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ დაშალეს და მის ადგილას სკვერი მოაწყვეს.
მოქალაქეთა ზემონახსენები ინიციატივა საკრებულოში უკვე განხილვის სტადიაშია. ლანჩხუთელი კანონმდებლებისთვის მისაღებია მოქალაქეთა მხრიდან გაჟღერებული ეს იდეა და შესაბამისი სამუშაოების გახორციელებასაც მალე აანონსებენ.