“კომიკურ მდგომარეობაში იგდებს კობახიძე თავს” _ ასე შეაფასა ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ ირაკლი კობახიძის მიერ “გურია ნიუსისთვის” მიცემული კომენტარი, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პირველ ტურში კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება ოპოზიციამ მოახდინა.
_ ჩვენ პირველ ტურშიც ვამბობდით და ახლაც ვამბობ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ხელისუფლებას აქვს საქმე და ისინი არიან პატიმრებით ვაჭრობით დაკავებული. კომიკურ მდგომარეობაში იგდებს კობახოძე თავს, რასაც ის კადრებიც მოწმობს, რომელიც ახლა გავასაჯაროეთ, _ აღნიშნა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ შავგულიძის შტაბში დღეს გაასაჯაროვეს ვიდეო, რომელიც ხოშტარიას თქმით, 18-ე საარჩევნო უბანთანაა გადაღებული. კადრებში ჩანს და გარკვევით ისმის, როგორ სთხოვს ერთი პირი მეორეს კახაძის შემოხაზვას.