გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი, გამაახალგაზრდავებელი აბაზანა და სასმელი გაჯანსაღებისთვის ხურმისგან. იაპონიის მაცხოვრებლები საუკუნეების მანძილზე ეთაყვანებიან ამ ყვითელ ნაყოფს.
ხურმის ფოთლებსა და ნაყოფში ბევრი მიკროელემენტი, ვიტამინი და სასარგებლო ნაერთია, რომლებიც თქვენს კანს ნაზს, ახალგაზრდას და ლამაზს გახდის.
მკვებავი ნიღაბი
აბაზანის ან საუნის შემდეგ, როდესაც ფორები გახსნილია წაისვით გახეხილი ხურმის ფაფა სახეზე და ტანზე. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის
კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ხაჭო, ერთი ხურმა და 1 სუფრის კოვზი კეფირი. წაისვით ნიღაბი სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გასაახალგაზრდავებელი აბაზანა
მოამზადეთ ხურმის ფოთლის ნაყენი (ერთ ჭიქა გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი), ჩაასხით აბაზანაში. აბაზანა 30 წუთის განმავლობაში მიიღეთ, მის შემდეგ წყალი არ გადაივლოთ, პირდაპირ პირსახოცი შემოიხვიეთ.