ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, – ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას.
“ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ – განაცხადა ოთხოზორიას დედამ.