ირაკლი კობახიძე არის ჩვენი გუნდის ლიდერი, ის პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მან მიიღო ეს პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად, მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის მომავალმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება შემცვლელს და კანდიდატურას, ძალიან მიმძიმს ამ მომენტში საუბარი ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ირაკლი კობახიძე არის ჩვენი გუნდის ლიდერი, ის პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მან მიიღო ეს პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად, მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება რეგლამენტის დაცვით უახლოეს მომდევნო სხდომაზე.
ვადასტურებ, რომ ამაზე იყო კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი შეძლებს, პარლამენტის საქმიანობა შეუფერხებლად გააგრძელოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.