“სანამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშია”საკრებულოს სხდომას პროტესტი ნიშნად არ დასწრება”, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარემ კახა ასკურავამ გაავრცელა.
მისივე თქმით, ფრაქცია სოლიდარობას უცხადებს “ყველას, ვინც დასახიჩრდა და მხედველობა დაკარგა 20 ივნისის სისხლიან ღამეს”:
“ჩვენი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც დასახიჩრდა და მხედველობა დაკარგა 20 ივნისის სისხლიან ღამეს და რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს და პირადად გიორგი გახარიას.
ვინაიდან ხალხის ხმა არ ესმის ხელისუფლებას, ჩვენ ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობით ვუერთდებით რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათასობით მოქალეს და შევეცდებით პროტესტის ამ ფორმით მივაწვდინოთ ჩვენი ხმაც,რომ წავიდეს გახარია და გათავისუფლდეს 20 ივნისს დაკავებული ყველა მომიტინგე!!!”, _ აღნიშნავენ ფრაქციის წევრები.