ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში გათოვდა. თოვის შედეგი ბახმაროს გარშემორტყმულ მთებს კარგად ამჩნევია. თოვდა დაბის ცენტრშიც, იქ, სადაც კოტეჯებია განთავსებული.
ამის ამსახველი ექსკლუზიური ფოტომასალა “გურია ნიუსს” რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს.
_ წუხელ, გვიან ღამით დაიწყო თოვა და ამ დილითაც თოვდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ “ბახმაროს” დირექტორმა დავით საჯაიამ.
მისივე თქმით, კურტორტზე, ივლისში თოვლის მოსვლა არ ახსოვს:
_ არც მე და არც ჩემზე უფროსებს არ ახსენდებათ წელი, როცა ბახმაროში ივლისში გათოვდა, _ ამბობს საჯაია.
ამ დროისთვის ბახმარო დამსვენებლების ნაკლელობას არ უჩივის:
_ საკმაოდ ბევრი დამსვენებელია და ვერ გეტყვით რომ საკმაოდ ძლიერმა სიცივემ და თოვლმა ვინმე შეაშინა. პირიქით, ბევრს გაუხარდა კიდეც, _ თქვა საჯაიამ.
კურორტის დირექტორის ინფორმაციით, ბახმაროს ელექტროენერგია დღეს ჩაერთვება:
_ ამ დრომდე ელექტროენერგია გენერატორების საშაულებით მიეწოდებოდა დამსვენებელს. დღეიდან შუქი ჩაირთვება, _ აღნიშნა კურორტის დირექტორმა.