მომღერალი ნინო ქათამაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ. ამის შესახებ მან მედიასთან, მას შემდეგ ისაუბრა, რაც დემონსტრანტებს სოციალური ქსელით მიმართა, 22 ივნისს, მოსკოვში გამართული კონცერტის გამო ბოდიში მოუხადა და რუსთაველის გაზმრიდიდან მინისტრ გახარიას გადადგომა მოითხოვა:
„მეც არ მომწონს ის, რომ პოლიტიკოსებს აქვთ საშუალება, რომ გამოვიდნენ, მაგრამ აქ ხომ სხვა ადამიანებიც არიან და მათ უნდათ ერთი რამ, რომ საქართველოში დამნაშავე ისჯებოდეს.
დღეს არის ხვალინდელი დღისთვის ბრძოლის. ჩვენ ყოველთვის გვაქვს სიმღერა, რომ აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, ხოდა დღეს არის აწმყო და მოდით აქ.
ზუსტად ვიცი რა გადაწყვეტილებაც მივიღე და გთხოვთ ამის შემდეგ არასოდეს არ დამისვათ კითხვა ამის შესახებ, რადგან მე არ ვაპირებ ჩემი გადაწყვეტილებებით ვაჭრობას,“ _განაცხადა ნინო ქათამაძემ.