რუსეთის დუმის დეპუტატი, საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება.
„გაბუნიას სახით ქართული ტელევიზია ისეთ ღრმა ფსკერზე დაეშვა, რომ მომავალში არაფერი გაგვაკვირვებს. მართალია, საქართველის პრეზიდენტმა დაგმო გაბუნიას საქციელი, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. ვწუხვარ, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო იზარალებს, მაგრამ ასე იქნება. სიბინძურეზე პასუხი სანქცია იქნება. კიდევ ერთი სიბინძურე – კიდევ ერთი სანქცია, ყოველგვარი ემოციების გარეშე, სანამ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში რეფლექსები არ ჩამოყალიბდება“, _ წერს დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, პრიმაკოვის თქმით, ურთიერთობების გაყინვა სიტუაციას გააჯანსაღებს.
„რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, ისინი გაყინულია. ცივი კურნავს. უცნაურია, რომ ქართველი ტურბო-პატრიოტები ჯერ მათთვის თავის დანებებას ითხოვდნენ. როდესაც ჩვენ ვუთხარით, რომ – კეთილი, აღარ ჩამოვალთ, მიხედეთ საკუთარ თავს, ამას მტრული ნაბიჯი უწოდეს. ჩვენ ასეთი ზომების მიღება არ გვახარებს. მით უმეტეს, პირადად მე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელია“, – წერს დეპუტატი.
პრიმაკოვის თქმით, ყინვისა და ცივი უფრო დიდი კავკასიონის მთების მიღმა, ამინდი საფრენი არ არის.