რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრი სერგეი კალაშნიკოვი, “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება, სადაც ის პუტინს აგინებს. განცხადება მან „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„არ გვინდა რეაგირება ქართველი ჟურნალისტის ლანძღვაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ, რადგან ეს იყო ხულიგნობა, რომელმაც აჩვენა წამყვანის უკულტურობა. არ უნდა უპასუხოს ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს. მის მიმართ რაღაც ზომების განხილვა არ არის საჭირო. ამაზე რეაგირება ნიშნავს მის დონეზე დაშვებას“, _ განაცხადა კალაშნიკოვმა.
გიორგი გაბუნიამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.