თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 1 კილომეტრში მდებარე სოფელ ჟაშქვაში იყო.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.