CBS NEWS-ის ინფორმაციით, გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ციმბირის ტყეში გაჩენილი ხანძარი ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, თუმცა, ამის გარდა, ხანძარმა, რომელიც მილიონობით აკრზე გავრცელდა, შეიძლება არქტიკის დნობა დააჩქაროს.
როგორც რუსეთის ფედერაციის სატყეო სააგენტოში ამბობენ, ხანძრის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ქარი უშლის ხელს.
ნასას მიერ გავრცელებულ სატელიტის სურათებში ჩანს, რომ კვამლმა არქტიკას მიაღწია.
როგორც გრინფისის რუსული ფილიალის ექსპერტი, გრიოგირ კუკსინი ამბობს, ჭვარტლს და ნაცარს შეუძლია ყინულიდან ის აირები გამოუშვას, რომელიც გლობალური დათბობის ზრდას ხელს შეუწყობს.
მისივე თქმით, დიდი ხანია რაც რუსეთის ტყეებში გაჩენილი ხანძრები აღარ არის ადგილობრივი პრობლემა და ეკოლოგიური კატასტროფის სახე აქვს მიღებული.
გრინფისმა შექმნა პეტიცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უფრო მეტი გააკეთოს ხანძრებთან საბრძოლველად.
გარემოს დამცველები დასძენენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ხანძრებისთვის გამოსაყოფი საკმარისი თანხა არ აქვს.
ექსპერტების აზრით, შორ ან რთულად მისადგომ ადგილებში ხელისუფლება მხოლოდ მაშინ იღებს ხანძრის ჩაქრობის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სავარაუდო ზიანი ოპერაციის ღირებულებას აღემატება.