BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის მაღალი ტემპერატურისგან იაპონიაში 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ძლიერ სიცხეს 1 მასკოტი ემსხვერპლა.
შემთხვევა გასართობ პარკში მოხდა. მასკოტმა, რომელსაც 16 კგ წონის კოსტიუმი ეცვა, გონება დაკარგა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
მომხდარის გამო პარკმა ზაფხულის განმავლობაში ყველა ღონისძიება გააუქმა, სადაც მასკოტები მონაწილეობენ.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ძლიერი სიცხის გამო გასულ კვირას 5 000-ზე მეტმა ადამიანს ჩაუტარდა ჰოსპიტალური მკურნალობა.