ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, სოფელ რენესთან მოხდა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 07:00 საათზე მოხდა. გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი და შუახნის ქალი. დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილები კი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილიდან გარდაცვლილების ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.
გადარჩა ავტომობილის მძღოლი, რომელიც გორში ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები მის გამოკითხვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რადგან მამაკაცი შოკშია.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით 6-დან 10 წლამდე.