ქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ.
ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი.
“გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს… თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ – განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა.
ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.
მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: 0901701494.