“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.
გურია ნიუსისთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარიას დაასახელებენ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდება.
ამ გადაწყვეტილებას, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წუთში ბრიფინგზე გაახმოვანებს.