საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარია დასახელდა. რამდენიმე წუთის წინ, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
ივანიშვილის თქმით, გახარია მან წარადგინა და მასზე კითხვები არ დასმულა.
პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გახარია ცვლილებებს განახირციელებს.
გიორგი გახარია 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა;1994-2000 წლებში ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე;
2002-2004 წლებში გახარიამ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა უმაღლესი ბიზნეს სკოლა და მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.
2004-2008 წლებში ის იყო SFK Group-ის გენერალური დირექტორი.
2006 წლიდან 2009 წლამდე გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი გახლდათ;
2008-2013 წლებში იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში.
2013 წლიდან 2016 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2014-2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, შემდეგ კი ეკონომიკისა მინისტრი.
2017 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
გიორგი გახარიას ჰყავს მეუღლე, მარიკა ფანცულაია, პროფესიით ექიმი და ერთი ქალიშვილი.