დღეს, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა _ ამის შესახებ ინფორმაციას 1TV.ge-ავრცელებს.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.
ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ნოდარ ხადური 1997-1998 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999 წლიდან ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1999-2000 წლებში იკავებდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2003-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საპარლამენტო მდივნის თანამდებობებს; 2004-2008 წლებში იყო გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი; 2006 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, იყო პროფესორი და მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი;