FRANCE 24-ის ინფორმაციით, რუსეთის, ირანის და თურქეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შექმნან კომიტეტი, რომელიც სირიის კონსტიტუციას დაწერს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სირიაში სამოქალაქო ომიდან გამომდინარე მიიღეს.
რუსეთი და ირანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მოკავშირეები არიან, ხოლო თურქეთი მხარს უჭერს სირიელ ამბოხებულებს, რომლებიც პრეზიდენტის გადაყენებას ცდილობენ.
პუტინის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო კომიტეტი უნდა შეიქმნას მთავრობის, ოპოზიციის და დამოუკიდებელი წევრებისგან, რაც ჟენევაში მოლაპარაკებების დაჩქარებას ხელს შეუწყობს.
ირანის პრეზიდენტი კი იმედოვნებს, რომ სირიაში არჩევნები 2020 ან 2021 წელს ჩატარდება.
ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ იდლიბში არასტაბილური ვითარება უნდა განიმუხტოს.