მწვანე ჩაი – ეს უნიკალური სასმელი ხელს უწყობს არა მარტო სხეულის, არამედ ტვინის პრობლემებსაც. ის აფერხებს დაბერების პროცესს და ამარცხებს “გონებრივი” დაავადებებისა და კიბოს პრევენციას.
წყალი – უნივერსალური წამალი საუკეთესოა ყველა მდგომარეობის დროს, ეხმარება ტვინს დეტოქსიკაციაში და მისი რეგულარული მიღება იცავს ტვინს და აუმჯობესებს მეხსიერებას.
როზმარინი – შეიცავს კარნოსინის მჟავას, რომელიც ასევე იცავს ტვინს დეგენერაციული დაავადებისგან, მაგალითად სკლეროზისგან.
თაფლი – ხშირად თაფლს ტვინის მკვებავად მოიხსენიებენ, რომელიც ტვინს აძლევს ენერგიას. ამასთანავე თაფლი იმუნოსტიმულანტია და ანტიოქსიდანტებს შეიცავს.
ხახვი – შეიცავს ანთოციანინებს და შესაბამისად ტვინს იცავს დაზიანებისაგან.
ავოკადო – სად არ შეხვდებით ამ უნიკალურ ხილზე რეკომენდაციებს. იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანებისაგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ტვინის ჟანგბადით მომარაგებას.
გოგრის თესლი – შეიცავს ცხიმოვან მჟავებს დიდი ოდენობით. ასევე შეცავს თუთიას, რომელიც გვეხმარება მეხსიერებაში.
ნუში – შეიცავს E ვიტამინს და ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას. დიდი ოდენობით შეიცავს B6 ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონერებისათვის
თევზი – დიდი რაოდენობით შეიცავს თევზის ქონს, მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც იცავს ტვინის უჯრედებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ომეგა 3 – ით მდიდარია ორაგული, სარდინი, ქაშაყი, სკუმბრია.