რამდენიმე წლის წინ იაპონელმა მეცნიერმა იოშინორი უსუმიმ დაამტკიცა, რომ შიმშილი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მან ამოხსნა უტილიზაციის მექანიზმის საიდუმლო და გაიგო თუ როგორ გადაამუშავებს ორგანიზმი ნარჩენებს.
აუტოფაგია- ასე ეწოდება ამ პროცესს. ამ დროს ორგანიზმი იწმინდება წიდებისა და უსარგებლო ნივთიერებებისაგან. ეს პროცესი 60-იან წლებში იქნა აღმოჩენილი. თუმცა, მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა იოშინორი ოსუმიმ საფუძვლიანად შეისწავლა ეს პროცესი. მარტივი სიტყვებით, რომ ვთქვათ ნარჩენები განიცდის დეგრადაციას და ამის შემდეგ მის მაგივრად ახალი უჯრედები წარმოიქმნება. ამას გარდა, მეცნიერმა აღმოაჩინა გენი, რომელიც ამ კონკრეტულ პროცესზეა პასუხისმგებელი.
იაპონელმა ბიოლოგმა დაამტკიცა, რომ სტრესის, დეპრესიისა და შიმშილის დროს აუტოფაგიის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ორგანიზმი გარე წყაროდან ვერ იღებს საკვებს, იწყებს იმ რესურსების გამოყენებას, რაც უკვე არსებობს ორგანიზმში. მათ შორის, დაგროვილი ნარჩენების გადამუშავებას. ეს კი გაძლევთ საშუალებას, ეფექტურად გაიწმინდოთ ორგანიზმი. აქედან გამომდინარე, დიეტა და თუნდაც რელიგიური მარხვა შესანიშნავად ასტიმულირებს აუტოფაგიას.