ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E ვიტამინია. ასევე ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები კალციუმი და კალიუმი. აღსანიშნავია, რომ ყურძნის კურკები შეიძლება დაგვეხმაროს წონის კორექციაში.
იაპონელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყურძნის კურკა ქიმიური შემადგენლობით ვიტამინების ნამდვილი საწყობია და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის.
იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლაკონოიდებს, ლინოლინის მჟავას და E ვიტამინს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სასიცოცხლო პროცესებში, რომლებიც მუდმივად მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში.
ნივთიერებების ასეთი ნაერთი საშუალებას იძლევა ყურძნის კურკები მრავალი დაავადების წინააღმდეგ გამოვიყენოთ, ასევე გვეხმარება წონის შემცირებაში და აფერხებს დაბერების პროცესს.
აქტიური კომპონენტები აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, გააჩნია შარდმდენი და გამწმენდი თვისებები,რომელიც დადებითად აისახება წონის კონტროლისას.