თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან ერთად ტრაილერის ვაგონში ცხოვრობდა, მოგვიანებით უფროსი დის კარავში გადავიდნენ საცხოვრებად. ჭაბუკი ჯიმი ადგილობრივი კანადური კომედი-კლუბების სცენაზე გამოსვლით ირჩენდა თავს, სანამ ლოს ანჯელესში არ ჩამოვიდა და არ შეამჩნიეს.
ოსკაროსანი მსახიობი ჰოლი ბერი 21 წლის ასაკში ხშირი სტუმარი იყო უპატრონოთა თავშესაფრების. მოგვიანებით გადავიდა ნიუ იორკში სადაც მისი წარმატების ვარსკვლავმა დაიწყო ამობრწყინება.
ასევე ოსკაროსანი ჰილარი სუონკი დედასთან ერთად ცხოვრობდა ძველ ავტომობილში. როცა მათ ლოს ანჯელესში გადაწყვიტეს წამოსვლა, მხოლოდ 75 დოლარი ჰქონდათ რომ თავი გაეტანათ.
ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი ჯეიმს ბონდი, დენიელ ქრეიგი, რთული დასაჯერებელია მაგრამ ღამის გასათევად წასასვლელი რომ არ ჰქონდა, ლონდონის პარკების სკამებზე იძინებდა.
ოსკაროსანი მსახიობი, წარმატებული პროდიუსერი და სცენარისტი სილვესტერ სტალონე თავისი კარიერის დასაწყისს შემდეგნაირად იხსენებს: „თვეების განმავლობაში მეძინა ავტობუსების სადგურზე, სრულიად გაკოტრებული და გაუბედურებული ვიყავი, როცა შემთხვევით, სადღაც მიგდებულ გაზეთში არ წავიკითხე განცხადება ეპიზოდური როლის შესახებ, რომელშიც 100 დოლარს იხდიდნენ“.