ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში ჩასვლას გეგმავს.
ამის შესახებ სანიკიძემ მთავარ არხზე სტუმრობისას, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა.
“უახლოეს დღეებში ვაპირებ ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. უნდა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე. ყველა ერთის წინააღმდეგ,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე თქმით, იგი ბევრი ტაბუს დარღვევას აპირებს.